კონტაქტი
კონტაქტი

პორტალის შესახებ

პორტალის შესახებ

მოქალაქეობის არქონის შესახებ პორტალი არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს. პორტალის მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, საქართველოში არსებული სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მოქალაქეობის არმქონე პირებთან მიმართებით, სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და ეროვნული კანონმდებლობა. პორტალი ასევე მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის რელევანტური სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ.

 

პორტალი განკუთვნილია მოქალაქეობის არმქონე და მოქალაქეობის არქონის რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის, საკითხზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, საკითხით დაინტერესებული იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისა და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

პორტალი შექმნილია ა(ა)იპ „უფლებები საქართველოს“ მიერ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.