კონტაქტი
კონტაქტი

სახელმწიფო პენსია

საქართველოში პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებსა და პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

 

სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა 260 ლარს შეადგენს. 2022 წლის 1 იანვრიდან, 70 წლის ზემოთ პენსიონერების პენსიის ფულადი ოდენობა 300 ლარს შეადგენს.

 

ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დასანიშნად პირს შეუძლია მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სოციალური მომსახურების სააგენტო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

 

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ.

 

საპენსიო თანხის მიღება შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების ფარგლებში.

 

პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი

ბმული: matsne.gov.ge/document/view/27946?publication=29

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.