კონტაქტი
კონტაქტი

დაბადების რეგისტრაცია

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ დაბადებული შვილის, ასევე, საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციას.

 

დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ  ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.

 

დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადებას წარადგენს:

  • ბავშვის ერთ-ერთი მშობელი;
  • მშობლის  მინდობილი პირი;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
  • იმ სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, სადაც დაიბადა ბავშვი;
  • გამგეობის (მერიის) რწმუნებული, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;
  • თუ  ბავშვი დაიბადა სამედიცინო  დაწესებულების გარეთ ან სხვა სახელმწიფოში,  ბავშვის  დაბადების შესახებ   მარეგისტრირებელ   ორგანოს რეგისტრაციის   მოთხოვნით შეუძლია  მიმართოს  ასევე  ბავშვის  მშობელმა.

 

დაბადების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების წარდგენისას პირმა უნდა წარადგინოს რეგისტრაციის საფუძვლის გათვალისწინებით ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

 

  • ბავშვის დაბადების თაობაზე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი;
  • დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება;
  • მშობლებთან დაკავშირებით,
  • ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა უნდა წარადგინონ ქორწინების მოწმობა და მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ქორწინებაში  არმყოფმა მშობლებმა უნდა წარადგინონ ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ქორწინებაში  არმყოფმა დედამ უნდა   წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

დაბადების რეგისტრაცია უფასოა და პირის მიმართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს ხორციელდება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი

ბმული: matsne.gov.ge/document/view/1541247?publication=25

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.