კონტაქტი
კონტაქტი

სამგზავრო პასპორტი

სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად, პირადობის მოწმობის ნაცვლად ბინადრობის მოწმობას წარადგენს.

 

დაინტერესებულ პირს შეუძლია, სამგზავრო პასპორტის მისაღებად მიმართოს იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს.

 

სამგზავრო პასპორტის მისაღებად, სრულწლოვანმა პირმა უნდა წარადგინოს:

  • ბინადრობის მოწმობა;
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო;
  • პასპორტის ასაღებად მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.
  • სამგზავრო პასპორტის შეცვლის შემთხვევაში – ძველი პასპორტი.

 

სამგზავრო პასპორტის მისაღებად, არასრულწლოვანმა პირმა უნდა წარადგინოს:

  • დაბადების მოწმობა;
  • ბინადრობის მოწმობა;
  • ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება სააგენტოს ფილიალში, იუსტიციის სახლში ან სანოტარო ბიუროში);
  • ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობა (დედანი);
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო.

 

სამგზავრო პასპორტი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა 2 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია აღნიშნულზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის, რომელიც ფლობდა მუდმივი ბინადრობის მოწმობას „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლამდე (2012 წლის 27 ივნისი), სამგზავრო პასპორტის მოქმედების ვადაა 5 წელი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანება

ბმული: matsne.gov.ge/document/view/1435931?publication=30

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.